აშშ-ის ჰელსინკის კომისია - შოვში მეწყერის შემდეგ ჩვენი გულები არის საქართველოს მოსახლეობასთან, აშშ თქვენ გვერდითაა
აშშ-ის ჰელსინკის კომისია შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.
როგორც ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, აშშ საქართველოს გვერდითაა.
„ჩვენი გულები არის საქართველოს მოსახლეობასთან შოვში ჩამოწოლილი ტრაგიკული მეწყერის შემდეგ. აშშ და მისი ხალხი თქვენ გვერდითაა“, – ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.