აშშ-ის გენერალური პროკურორობის კანდიდატმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებას მხარი დაუჭირა.
ულიამ ბარის თქმით, პროკურორად მისი დანიშვნის შემთხვევაში, რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიება არ შეწყდება. როგორც ბარიმ აღნიშნა, მას არ მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე კუდიანებზე ნადირობაა.
„რუსეთი ერეოდა არჩევნებში – ცდილობდა ჩარევას. ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ეს სიტუაცია“ – განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.
უილიამ ბარი აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა წარადგინა. ის ამ პოსტზე სენატმა უნდა დაამტკიცოს. კენჭისყრა თებერვალშია დაგეგმილი. 68 წლის ბარი ჯეფ სეშენსს შეცვლის, რომლსაც გადადგომა ტრამპმა აიძულა.