აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი მსოფლიოში ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიაზე კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი მსოფლიოში ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ მუშაობენ, რათა ჯგუფ REvil-ს საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგებინონ.
გასულ შაბათ-კვირას განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად შეფერხდა კომპანია JBS-ის ოპერაციები აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აშშ-ში ხორცის შეფუთვის ოპერაციებს ხუთშაბათიდან განაახლებენ.
აშშ-ში კომპანიას ხორცის ხუთი უმსხვილესი საწარმო გააჩნია.