აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა იუტას შტატში მცხოვრები მამაკაცი მოკლეს, რომელიც ჯო ბაიდენს ემუქრებოდა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა იუტას შტატში მცხოვრები მამაკაცი მოკლეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ემუქრებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სპეციალური აგენტები მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს წევრებს იარაღს უმიზნებდა. გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ კრეიგ რობერტსონს ჰქონდა სნაიპერული შაშხანა და რამდენიმე სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი.
კრეიგ რობერტსონი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი იუტას შტატში ჩასვლას უახლოეს მომავალში გეგმავს.
„სიენენი“ წერს, რომ რობერტსონმა ასევე გამოაქვეყნა მუქარები ბოლო თვეებში სხვა დემოკრატი პოლიტიკოსებისა და პროკურორების მიმართ, რომლებმაც საქმე აღძრეს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.