აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით შტატების მოსახლეობას პოტენციური საფრთხეების შესახებ აფრთხილებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით შტატების მოსახლეობას პოტენციური საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და უსაფრთხოების დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი საზოგადოებას იმ პოტენციური საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა აქტორების მხრიდან.
ეს გაფრთხილება უკავშირდება „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავს, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს მოხდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ თარიღმა შესაძლოა, მოტივაცია მისცეს ძალადობრივ ექსტრემისტებსა საფრთხე შეუქმნან საზოგადოების უსაფრთხოებას.
სამართალდამცავი ორგანოები მოუწოდებენ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და ნებისმიერი საეჭვო აქტივობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს.