აშშ-ის ერთ-ერთ შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კენტუკიში, აშშ-ის შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კენტუკიში ძლიერი წვიმა უქმეებზე დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
წყალდიდობის გამო სკოლების ნაწილი დაიხურა, ზოგან კი სწავლის პროცესი გადაიდო. ამასთან, საჭირო გახდა ადამიანების ნაწილის ევაკუირება. დაახლოებით 13 000 მომხმარებელი კი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა კენტუკსა და დასავლეთ ვირჯინიის შტატში.
კენტუკის ეროვნული გვარდია წყალდიდობის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დარეგულირების პროცესში ჩართულია.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შტატის გუბერნატორს აუცილებელი რესურსების მობილიზების შესაძლებლობა ეძლევა.