ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ასევე, მედიის ცნობით, მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს უკავშირდება.
როგორც ამერიკულ მედიაში ვრცელდება, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციაზე ამერიკის დელეგაციას სწორედ რიკ პერი ხელმძღვანელობდა.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატმა სენატორმა, ბობ მენენდეზმა ენერგეტიკის მინისტრს წერილით მიმართა, კონგრესს წარუდგინოს ინფორმაცია მისი უკრაინაში ვიზიტის შესახებ.