აშშ-ის ელჩ ჯონ სალივანს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს
აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ პუტინის მისამართით გაკეთებულ გამონათქვამებთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო დამნაშავე და მკვლელი უწოდა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ამგვარი განცხადებები, რომლებიც „არ შეეფერება ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს, რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს გაწყვეტის ზღვარზე აყენებს“.