აშშ-ის ძალებმა „ჰუსიტების“ კონტროლირებად რაიონებში შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სამი თვითმფრინავი და იარაღის შესანახი კონტეინერები გაანადგურეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა იემენელი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სამი თვითმფრინავი და იარაღის შესანახი სამი კონტეინერი გაანადგურეს.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, ეს თავდაცვის აქტი იყო.
„დადგინდა, რომ ეს იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.