აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პარტიამ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან უნდა მოხსნას
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა შეცვალოს.
ამის შესახებ დემოკრატმა სტრატეგმა, ტერინ ბონდმა Sky News-სთან საუბარში განაცხადა.
ამავე დროს, როგორც ტერინ ბონდმა თქვა, ჯო ბაიდენის ნაცვლად, პრეზიდენტობის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი არ უნდა დასახელდეს, რადგან ქვეყანა შავკანიანი ქალის პრეზიდენტობსთვის მზად არ არის.
მისი თქმით, კარგი კანდიდატები იქნებოდნენ კალიფორნიის გუბერნატორი გეივინ ნიუსომი და მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი.
„რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, ქვეყანა, შეერთებული შტატები, სამწუხაროდ, შავკანიანი ქალის პრეზიდენტობისთვის მზად არ არის. ქვეყანაში ზედმეტად დიდი განხეთქილებაა, არ მგონია, რომ მან დემოკრატიული პარტია გამარჯვებამდე მიიყვანოს“, – განაცხადა ტერინ ბონდმა.