აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობის დაწყებამდე ჩიკაგოში პალესტინის მხარდამჭერები აქციას მართავენ
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობის დაწყებამდე ჩიკაგოში პალესტინის მხარდამჭერები აქციას მართავენ

Ჩიკაგოში, იუნიონ პარკში პალესტინის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. მხარდამჭერები იმ შენობის მახლობლად შეიკრიბნენ, სადაც დღეს დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ კამალა ჰარისმა ისრაელს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაუწესოს. Როგორც აქციის მონაწილების ნაწილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, დიდი ხანია, დემოკრატების ამომრჩევლები არიან, არ გეგმავენ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის ხმის მიცემას. მათივე თქმით, ისინი ვერ ხედავენ დიდ განსხვავებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის.