აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრების განცხადებით, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აჩვენებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრების განცხადებით, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აჩვენებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა.
სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს საბრალდებო დასკვნა ყველაზე სერიოზული და ყველაზე შედეგიანია დღემდე. ეს იქნება მკვეთრი შეხსენება ამერიკელთა თაობებისთვის, რომ არავინ, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არ არის კანონზე მაღლა.
სენატორ დიკ დურბინის განცხადებით, დონალდ ტრამპმა თავისი სიცრუით ქვეყანა საკონსტიტუციო კრიზისს მიუახლოვა და უხერხული ლაქა დატოვა აშშ-ის ისტორიაში.
კალიფორნიის კონგრესმენმა, ადამ შიფმა თქვა, რომ აუცილებელია, კანონის უზენაესობის აღსრულება ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამინდელი კანდიდატის წინააღმდეგ აშშ-ის დემოკრატიისთვის.
დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.