აშშ-ის დემოკრატი სენატორი აცხადებს, რომ ამერიკაში ფსიქიკურ დარღვევებს ჯანდაცვის მაგივრად პოლიცია და სასჯელაღსრულება უმკლავდება
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სენატორი, კორი ბუკერი აცხადებს, რომ საჭიროა, საზოგადოებაში პოლიციაზე ახალი წარმოდგენა ჩამოყალიბდეს.
„ამერიკამ იცის, რომ ჩვენ მენტალურ დაავადებებს ჯანდაცვის მაგივრად, სამწუხაროდ, პოლიციით და ციხეებით ვუმკლავდებით. ჩვენ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას არა წამლებით, არამედ ციხეებითა და პოლიციით ვუმკლავდებით“, – განაცხადა ბუკერმა „სიენენთან“ ინტერვიუში.
„ჩვენი საზოგადეობის სტრუქტურები არ ეყრდნობა ჩვენს ღირებულებებს წესიერებისა და ურთიერთ სიყვარულის შესახებ. ამიტომ, როდესაც ხალხი იძახის, რომ პოლიციის დაფინანსება უნდა შეწყდეს, მე მესმის, რომ მათ ხშირ შემთხვევაში პოლიციის მართვის უკეთესი მეთოდების შემოღება სურთ, რომელიც კრიმინალის დონეს შეამცირებს“, – აცხადებს დემოკრატი სენატორი.