აშშ-ის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ხელმძღვანელობით ანკარაშია
აშშ-ის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ხელმძღვანელობით ანკარაშია.
სააგენტო „ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირისპირ შეხვედრამდე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი თურქმა კოლეგამ მიიღო. შეხვედრას თარჯიმნის რანგში ესწრებოდა აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი სირიაში, ელჩი ჯეიმს ჯეფრი.
ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანი თურქი ლიდერის დარწმუნებაა, შეწყვიტოს ქურთების შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარას მოუწევს ეკონომიკურ სანქციებთან გამკლავება.
ამერიკული დელეგაციის წევრებს შორის ანკარაში იმყოფებიან ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიანი.