აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში სადღესასწაულო მიღება გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 243-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის ეგიდით სადღესასწაულო მიღება გაიმართა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ტრადიციული ხალხური სიმღერებით მიულოცა ამერიკელ ხალხს ეროვნული დღესასწაული. ცერემონიაზე ასევე გაიმართა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლოტოტრონის გათამაშება და სტუმრებს გადაეცათ სპონსორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ღონისძიების ოფიციალურ პარტნიორებს, მხარდამჭერებსა და სპონსორებს მადლობის სიგელი გადაეცათ აშშ-ის დნკოუკიდებლობის დღის ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის.