აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი - შესაძლოა, ბევრ ჩვენგანს ჰყავს ახალგაზრდა მეგობრები, რომლებიც არ საუბრობენ მათ ქრონიკულ დაავადებებზე, ისინი უნდა დავიცვათ
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი 40 წლამდე ასაკის ადამიანებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და ხანდაზმული და რისკჯგუფში მყოფი ადამიანები ვირუსისგან დაიცვან.
„მინდა, მივმართო 40 წლამდე ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა დაიცვან რისკჯგუფში მყოფები. მხოლოდ ხანდაზმულები არ არიან რისკჯგუფში. შესაძლოა, ბევრ ჩვენგანს ჰყავს მეგობრები და კოლეგები, რომლებიც ახალგაზრდები არიან და არ საუბრობენ მათ ქრონიკულ დაავადებებზე. ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ“, – განაცხადა რედფილდმა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აუცილებლად ატარონ პირბადე.