აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი - ტესტირებები და გავრცელების შეჩერების სტრატეგიები ქვეყნის ხელახლა გახსნაში უმთავრეს როლს ითამაშებს
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ ქვეყნის გახსნა ტესტირებებზე და ინფექციის გავრცელების შემაკავებელ სტრატეგიებზე იქნება დამოკიდებული
„ხალხმა უნდა გაიგოს თუ როგორი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ტესტირებას. ამ მომენტისთვის ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება ადრე დავსვათ დიაგნოზი, მოვახდინოთ ინფიცირებულის იზოლირება, შემდეგ მოვახდინოთ მათი კონტაქტების მოკვლევა, შემდეგ მათი ტესტირება, მათ შორის ინფიცირებულის იზოლაცია და ასე შემდეგ. ქვეყანაში უკვე არის რამდენიმე უწყება, სადაც ეს მალე იქნება შესაძლებელი და ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავებთ“- განაცხადა რედფილდმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლოებაში გავრცელების შეჩერების სტარტეგიების, ფიზიკური დისტანცირების და ხელების ხშირად დაბანის რეკომენდაციების დაცვა ასევე გადამწყვეტი იქნება პანდემიის შეჩერებისთვის, ინფორმაციას „ენბისი“ ავრცელებს.