აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ექიმი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ სააგენტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ძალიან პროდუქტიული და კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

როგორც რობერტ რედფილდმა განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ურთიერთობას გააგრძელებს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, როგორც კორონავირუსის, ასევე სხვა არა ერთი დაავადების გავრცელების დროს ერთობლივად მუშაობის დიდი ხნის ისტორია აქვთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას“, – განაცხადა რობერტ რედფილდმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების განკარგულება გასცა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა. ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომების შედეგად აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა.