აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა დონბასში არსებული ვითარება განიხილეს
აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა დონბასში არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა დონბასში არსებული ვითარება განიხილეს. უკრაინული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯო ბაიდენს და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების საუბარი 40 წუთს გრძელდებოდა.

უკრაინული მედია წერს, რომ ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ერთგულება უკრაინის მიმართ და თქვა, რომ უკრაინის სჯერა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების საუბარი დონბასში ვითარების ესკალაციის და უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზაციის ფონზე გაიმართა.