აშშ-ისა და თურქეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს როლის გაზრდაზე ისაუბრეს
აშშ-ისა და თურქეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს როლის გაზრდაზე ისაუბრეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროს მორგან ორტაგუსის განცხადებით, მაიკ პომპეომ და მევლუთ ჩავუშოღლუმ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნატო-მ რეგიონში უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს“, – განაცხადა ორტაგუსმა. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს შუამდგომლობით მიმდინარე სირიის სამშვიდობო პროცესის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.