აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შტორმისა და ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შტორმისა და ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შტორმისა და ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აშშ-ის სხვადასხვა შტატში ტორნადოს, დიდთოვლობისა და წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან.

სტიქიამ ყველაზე მეტად ნიუ იორკი და პენსილვანია დააზარალა. დიდთოვლობა და ქარბუქია ასევე ვისკონსინისა და მიჩიგანის შტატებში.

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 23 ტორნადო დაფიქსირდა, მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ალაბამაში, ჯორჯიაში, ფლორიდასა და ტეხასში.