აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისკენ მოუწოდებს
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მოუწოდებს რუსეთის სამოქალაქო პირებს, დაიწყონ ჯაშუშობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

რუსულენოვანი ვიდეო სოციალურ ქსელში, „ტელეგრამში“ გავრცელდა, რომელიც რუსეთში პოპულარობით სარგებლობს. ვიდეოში არის ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის დაზვერვის სამსახურს ანონიმურად და უსაფრთხოდ.

„აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს სურს, იცოდეს სიმართლე რუსეთის შესახებ და ჩვენ ვეძებთ სანდო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, ეს სიმართლე გვითხრან. თქვენი ინფორმაცია შეიძლება იყოს უფრო ღირებული, ვიდრე თქვენ გგონიათ. დაგვიკავშირდით. შესაძლოა, თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს არ სურთ სიმართლე. ჩვენ გვსურს“, – აღნიშნულია ვიდეორგოლში.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ აშშ არ ცდილობს მოსკოვში აჯანყების ან რეჟიმის შეცვლის პროვოცირებას, მაგრამ იმედოვნებს, რომ ზოგიერთი რუსი განიხილავს გზას, რათა დაეხმაროს თავის ქვეყანას წინსვლაში აშშ-ის დაზვერვის მითითებით.