აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები ჩამოაგდეს
აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები ჩამოაგდეს

აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები ჩამოაგდეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა საერთაშორისო გადაზიდვების ხაზისკენ გაშვებული 21 რაკეტა და უპილოტო აპარატი გაანეიტრალეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, 19 ნოემბრის შემდეგ ეს იყო „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული 26-ე თავდასხმა კომერციული გადაზიდვების ხაზზე. ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, გრანტ შაფსის განცხადებით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ 9 იანვარს ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. დღეს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო კენჭს უყრის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს „ჰუსიტების“ თავდასხმებს წითელ ზღვაში.