აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მორიგი თავდასხმა განახორციელა
აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მორიგი თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.
აშშ-ის ძალებმა დაარტყეს სახმელეთო თავდასხმისთვის გამიზნულ ფრთოსან რაკეტასა და ოთხ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას, რომლებიც „მომზადებული იყვნენ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმისთვის“.
შეგახსენებთ, იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. აშშ-ის შეფასებით, დრონი, რომლითაც დარტყმა განხორციელდა, ირანული წარმოების იყო. ამის შემდეგ აშშ-ის ძალებმა იერიშები მიიტანეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების 85 სამიზნეზე, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაიღუპა.