აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის ძალებმა ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული 80-ზე მეტი დრონი და, სულ მცირე, ექვსი ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს
აშშ-ის ძალებმა ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული 80-ზე მეტი დრონი და, სულ მცირე, ექვსი ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, – ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„ირანის უპრეცედენტო, ბოროტი და უგუნური ქცევა საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას, ასევე აშშ-ისა და კოალიციური ძალების უსაფრთხოებას. ცენტრალური სარდლობა კვლავ მზადაა, მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვას ირანის მიერ გამოწვეული მსგავსი საშიში მოქმედებების დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, რეგიონული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით“, – წერია განცხადებაში.