აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი კიევის ორ დღეში აღებას გეგმავდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დედაქალაქ კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა კონგრესში გამართული მოსმენების დროს განაცხადა.
„ვფიქრობ, ახლა პუტინი გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. სავარაუდოდ, ის გააორმაგებს ძალისხმევას და უკრაინის არმიის განადგურებას შეეცდება, მიუხედავად სამოქალაქო მსხვერპლისა“, – განუცხადა ბერნსმა კონგრესის წევრებს.
თავის მხრივ, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორ ავრილ ჰეინსის განცხადებით, პუტინი „წყენას გრძნობს, რომ დასავლეთი მის მიმართ სათანადო პატივისცემას არ იჩენს და მიიჩნევს, რომ მას არ შეუძლია ამ ომის წაგება“.