აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს.
საუბარია დრონებსა და საბრძოლო მასალებზე, თუმცა, უილიამ ბერნსის თქმით, პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხს, ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „სიენენმა“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.