აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაუშვეს
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაუშვეს

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ მათმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ირანის მხარდაჭერით მოქმედი იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაუშვეს.

მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები წითელი ზღვის სატრანსპორტო ხაზებში იყო გასროლილი.

ამერიკული გამანადგურებელი ტერიტორიაზე ოპერაცია Prosperity Guardian- ის ფარგლებში პატრულირებდა.