აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთავრობო უწყებები აცხადებენ, რომ იმ კიბერშეტევების უკან, რომელთა სამიზნე სხვადასხვა სექტორი იყო, ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფი დგას
აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთავრობო უწყებები აცხადებენ, რომ ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი დგას იმ კიბერშეტევების მიღმა, რომელთა სამიზნე შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში არსებული სხვადასხვა სექტორი, მათ შორის ჯანდაცვისა და სატრანსპორტო მიმართულებები იყო.
ირანის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ე.წ. APT პირები აქტიურად იღებდნენ მიზანში ობიექტთა ფართო სპექტრს როგორც აშშ-ის, ასევე ავსტრალიის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვისა და ტრანსპორტის სექტორს“, – ნათქვამია სახელისუფლებო ორგანოების ერთობლივ განცხადებაში.
ე.წ. განვითარებული მუდმივი საფრთხე (Advanced Persistent Threat – APT) არის სპეციალური ტერმინი, რომელსაც კონკრეტული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ჰაკერებს უწოდებენ.
ოფიციალური თეირანის წარმომადგენლებს ბრალდებაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ.