აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს
აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, ანალენა ბერბოკმა, ჟან-ივ ლე დრიანმა, ლიზ ტრუსმა და ენტონი ბლინკენმა განიხილეს რუსეთთან დაგეგმილი დიალოგის მომავალი ფორმატებიც.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა სოლიდარობა გამოხატეს ლიეტუვის მიმართ ჩინეთთან დიპლომატიური დაძაბულობის გამო და ირანის ბირთვული პროგრამა განიხილეს.