აშშ-ის „ბი-52 ეიჩ“-ის ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საპატრულო ფრენა განახორციელეს
აშშ-ის „ბი-52 ეიჩ“-ის ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საპატრულო ფრენა განახორციელეს

აშშ-ის „ბი-52 ეიჩ“-ის ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საპატრულო ფრენა განახორციელეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სტრატეგიულ ბომბდამშენებს თან ახლდნენ რეგიონში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნების ავიაგამანდგურებლები.

„ორმა „ბი-52 ეიჩ“ სტრატოფორტრესმა ახლო აღმოსავლეთში მრავალეროვნულ საპატრულო მისიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მიზანი აგრესიის შეზღუდვა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აშშ-ის სამხედრო ერთგულებაში პარტნიორების და მოკავშირეების დარწმუნებაა. ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს ფრენის სხვადასხვა ეტაპზე თან ახლდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების და ბევრი პარტნიორი ქვეყნის ავიაგამანდგურებლები, მათ შორის იყო ისრაელი, საუდის არაბეთი და ყატარი“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოპერატიული პასუხისმგებლობის ზონაში ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთი და ცენტრალური აზია, ასევე ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილი შედის.