აშშ-ის არმიაში აცხადებენ, რომ ერაყიდან ჯარის გაყვანის შემდეგ, ფოკუსირება ჩინეთიდან და რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებზე მოხდება
აშშ-ის არმიაში აცხადებენ, რომ ერაყიდან ჯარის გაყვანის შემდეგ ფოკუსირება ჩინეთიდან და რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებზე მოხდება.
განვითარებადი ტექნოლოგიების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც სამხედრო ინოვაციების დაჩქარებაზეა ორიენტირებული, აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჯონ ჰაიტენმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის ძირითადი გრძელვადიანი რისკი ჩინეთია და შესაძლოა, უახლოეს მომავალში რისკი რუსეთი იყოს. მისსავე თქმით, ვაშინგტონი უნდა დარწმუნდეს, რომ ფოკუსირება ამ ორ ქვეყანაზე ხდება.
„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ საფრთხეები ახლო აღმოსავლეთში, არამედ გავუმკლავდეთ ახლო აღმოსავლეთის საფრთხეს სხვაგვარად, უფრო მცირე ნაკვალევით. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი სხეულის მეტი ნაწილის გადატანა ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეებზე“, – თქვა გენერალმა ჯონ ჰაიტენმა.