აშშ-ის არჩევნებში 78 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო უკვე მონაწილეობა
აშშ-ის არჩევნებში უკვე 78 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და რამდენიმე შტატმა ადრეული ხმის მიცემის პროცესში აქტივობის რეკორდი დაამყარა.
ადრეული ხმის მიცემის საერთო რაოდენობის მიხედვით, ჩრდილოეთ კაროლინის შტატი ლიდერობს. ამასთან, აღნიშული პროცესი გრძელდება სამ მერყევ შტატში: მიჩიგანში, ვისკონსინსა და პენსილვანიაში.
როგორც ვარაუდობენ, არჩევნების ბედს შვიდი ე.წ. მერყევი შტატი განსაზღვრავს, რომლის შედეგებიც არაპროგნოზირებადია.
აშშ-ში არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.