აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
ორეგონის შტატის ხელისუფლებამ ნახევარი მილიონი ადამიანის, ანუ შტატის მოსახლეობის 10 %-ის ევაკუაციის განკარგულება გასცა.
ორეგონის უმსხვილესი ქალაქ პორტლენდის მოსახლეობამ ევაკუაციისთვის მზადყოფნის რეკომენდაცია მიიღო.
ტყის ხანძარი ორეგონის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებში მძვინვარებს. სულ დაფიქსირებულია ხანძრის ასამდე კერა. ორეგონში რამდენიმე დასახლება ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა.
კალიფორნიაში კი 68 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა ხანძარმა 300 ათასამდე ჰექტარის ფართობი გაანადგურა მენდოსინოს ეროვნულ ტყე-პარკში, რომელიც საკრამენტოს მახლობლად მდებარეობს.