აშშ - საკმარისი უფლებამოსილება გვაქვს პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც ირანში აქციის მონაწილეებზე ძალადობს
ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საკმარისი უფლებამოსილება პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც ძალადობს, უზღუდავს გამოხატვის საშუალებებს ან ქურდავს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
სახელმწიფო დეპარტამენტი ამავე განცხადებაში გმობს მკვლელობებსა და დაკავებებს, რომლებიც, მათი შეფასებით, უმკაცრესი ზომებით ხორციელდება.
„რეჟიმის მსხვერპლებს ჩვენ ვეუბნებით: თქვენ არავინ დაგივიწყებთ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.