აშშ ირანის ექვსი მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს განბლოკავს, შეთანხმება ვაშინგტონსა და თეირანს შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში შედგა
აშშ ირანის ექვსი მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს განბლოკავს. შეთანხმება ვაშინგტონსა და თეირანს შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში შედგა, რომლის თანახმადაც, ირანში დაკავებულ აშშ-ის ხუთ მოქალაქეს ქვეყნის დატოვების უფლება ექნება, სანაცვლოდ, აშშ-ს დატოვებს ირანის ხუთი მოქალაქე და ვაშინგტონი ყადაღას მოხსნის ექვსი მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს.
სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკვე გასცა განკარგულება სამხრეთ კორეიდან კატარში ექვსი მილიარდი დოლარის გადარიცხვის თაობაზე.
აღნიშნული შეთანხმებით, ექვსი მილიარდი დოლარის გამოყენება ირანს მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით შეეძლება.