აშშ-იდან გაძევებული ყველა რუსი დიპლომატი სამშობლოში დაბრუნდა.
რეისი, რომლის ბორტზე რუსეთის მოქალაქეების იმყოფებოდნენ რამდენიმე საათის წინ დაეშვა მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში. ამ რეისით სამშობლოში რუსეთის დიპლომატიური მისიის წევრები და მათი ოჯახის წევრებიც დაბრუნდნენ. მათ შორის იყვნენ გაეროს მისიაში მომუშავე რუსეთის მოქალაქეებიც.
რუსი დიპლომატების აშშ-იდან გამოსაყვანად ორი თვითმფრინავი გახდა საჭირო. ერთი ვაშინგტონში, მეორე კი ნიუ იორკში გააგზავნეს. სულ აშშ-ის ტერიტორია 171 ადამიანმა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 60 რუსი დიპლომატი აშშ-იდან, დიდი ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის მოწამვლის საქმის გამო გააძევეს.
საპასუხოდ ამერიკელი დიპლომატების მიმართ ანალოგიური ზომები მიიღეს მოსკოვშიც.