აშშ-ი უკრაინისთვის დამატებით შეიარაღების ახალი პარტიის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ი უკრაინისთვის დამატებით შეიარაღების ახალი პარტიის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურმა განაცხადა.
აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე, კურტის სკაპაროტიმ თქვა, რომ ლეტალურ შეიარაღებასთან დაკავშირებით შეიარაღების გადაცემის საკითხმა პოლიტიკური განხილვის ეტაპი უნდა გაიაროს.
სკაპაროტის განცხადებით, უკრაინისთვის განიხილება სამხედრო-საზღვაო სისტემების გადაცემა, რომ კიევმა რეაგირება მოახდინოს გასულ წელს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის მსგავსი შემთხვევების დროს. უკრაინისთვის გადასაცემად ასევე განიხილება სნაიპერული სისტემები და საბრძოლო მასალები.
ამერიკელმა გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები პასუხისმგებლობით არიან განწყობილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინების“ მიმართ და კარგად არიან მომზადებული მათ გამოსაყენებლად.