აშშ-ი ევროკავშირიდან იმპორტირებულ 7.5 მილიარდი დოლარის პროდუქციას ტარიფებს დაუწესებს
აშშ-ი ევროკავშირიდან იმპორტირებულ 7.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას ტარიფებს დაუწესებს.
„ბიბისი“ წერს, რომ ტარიფები შესაძლოა, შეეხოს თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია „ეარბასს“.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ ტარიფების დაწესება კონტრპროდუქტიული იქნება.
ვაშინგტონს 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე სურდა ტარიფების დაწესება, თუმცა ციფრი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ შეამცირა.
აშშ-ი ევროკავშირს „ეარბასის“ უკანონო სუბსიდირებაში ადანაშაულებს. ევროკომისიის ინფორმაციით, თუ ვაშინგტონი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს, ბრიუსელს სხვა ვარიანტი აღარ ექნება და ტარიფებს ტარიფებით უპასუხებს.