აშშ „ჰამასთან“ დაკავშირებულ ათ პირს სანქციებს უწესებს
აშშ „ჰამასთან“ დაკავშირებულ ათ პირს სანქციებს უწესებს

აშშ „ჰამასის“ ათი ძირითადი წევრის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს.

„ეს პირები მხარს უჭერდნენ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რაც საშუალებას აძლევდა „ჰამასს“, განეხორციელებინა თავისი სასტიკი ტერორიზმი, როგორიცაა თავდასხმა ისრაელზე“, – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახაზინო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ სანქციები მიმართულია არა პალესტინელებისკენ, არამედ „ჰამასის“ ტერორისტებისკენ.

„დღევანდელი ქმედებები მიმართულია „ჰამასის“ ტერორისტებისა და მათი მხარდამჭერი ქსელისკენ და არა პალესტინელებისკენ“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა.