ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცს გამოიყვანს. ინფორმაციას „სიენბისი“ ავრცელებს.
12 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაციდან 6 400 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება, ხოლო 5 400 სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადანაწილდებიან.
გეგმის განხორციელების შემდეგ, გერმანიაში 25 ათასი ამერიკელი სამხედრო დარჩება.
„სიენბისის“ ინფორმაციით, გეგმის შესრულებას მილიარდობით დოლარი და რამდენიმე წელიწადი დასჭირდება.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეს განაცხადა, რომ გერმანიაში აშშ-ს ჯარისკაცების რაოდენობის 36 ათასიდან 25 ათასამდე შემცირება სურდა. აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გერმანიის მიერ ნატო-ში არასაკმარისი ფინანსების ჩადებას უკავშირდება.