აშშ, გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ
აშშ, გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ

აშშ, გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული ქვეყნების ლიდერებმა მოლაპარაკებები დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართეს.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის მხრიდან კურსის შეცვლის შემთხვევაში, კვლავ შესაძლებელია ურთიერთგაგების სწრაფი მიღწევა ბირთვული პროგრამის სრულ აღდგენასთან დაკავშირებით.

ოთხი ქვეყნის ლიდერების განცხადებით, მათი სურვილია იმის უზრუნველყოფა, რომ ირანი ვერასდროს შექმნის ან შეიძენს ბირთვულ იარაღს. მოლაპარაკებების მთავარი ამოცანა სახიფათო ესკალაციის თავიდან არიდებაა.

„ირანში ურანის გამდიდრება მიმდინარეობს და ეს ძალიან გვაწუხებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.