აშშ-ის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჯეფ სეშენსის გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ით დაადასტურა. ტრამპმა მადლობა გადაუხადა სეშენსს სამსახურისთვის და განაცხადა, რომ აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობას დროებით მეთიუ უითეკერი შეასრულებს. უითეკერი მანამდე იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო.
აშშ-ის გენერალური პროკურორის გადადგომას წინ ტრამპის არაერთი კრიტიკული განცხადება უძღოდა. ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ სეშენსის საქმიანობით უკმაყოფილოა.