ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, სკოტ პრუიტმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ სკოტ პრუიტმა სააგენტოს ხელმძღვანელობის დროს მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთა და ამის გამო ყოველთვის მადლობელი იქნება.
სკოტ პრუიტი ხშირად ხდებოდა საზოგადოებისა და მედიის კრიტიკის ობიექტი. ამის მიზეზი კი სამსახურებირივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება და სახელმწიფო თანხების გაფლანგვა იყო.
ამასთან, ამერიკულ მედიაში ხშირად უსვამდნენ ხაზს, რომ პრუიტის უსაფრთხოებას 19 ადამიანი და 19 ავტომობილი ემსახურებოდა. გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას ახლა ენდრიუ ვილერი შეასრულებს, რომელიც აქამდე სკოტ პრუიტის მოადგილე იყო.