ამერიკის შეერთებული შტატები განვითარებადი ქვეყნების დახმარებისთვის ახალ სააგენტოს შექმნის. შესაბამისი კანონი აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით უკვე დაამტკიცა.
საერთაშორისო განვითარების ახალი სააგენტოს ბიუჯეტი 60 მილიარდი დოლარით განისაზღვრება. ეს თანხები განვითარებად ქვეყნებში ენერგეტიკულ სფეროში, საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.
აშშ-ის დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ახალი სააგენტო მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური დახმარების ნაცვლად, სხვადასხვა პროექტებში მეწილეს სტატუსით ჩაერთვება. ამ გზით აშშ ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთს, რომელმაც ბოლო წლებში მსგავსი ხერხით ბევრ აფრიკულ თუ სხვა რეგიონებში გავლენის მოპოვება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთის აფრიკული ქვეყნების განვითარებისთვის 60 მილიარდ დოლარს გამოყოფს.