აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური - ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა, რადგან ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვებს
აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური - ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა, რადგან ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვებს

საქართველო არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, – ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ საქართველოს ახალი პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

​როგორც კურტის სკაპაროტიმ აღნიშნა, აშშ-ის ევროპული სარდლობა საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას აფასებს.

მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებთ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია.

„საქართველო არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ ერთად აღვნიშნავთ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის მისწრაფებებს გახდეს ნატო-ს წევრი. დღეს დავიწყეთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი ეპოქა. ეს არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ახალი პროგრამა, რომელიც ერთობლივად შემუშავდა აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობას, ტერიტორიული დაცვის შესაძლებლობების გაზრდას და განვითარებას. ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა, რადგან ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვებს. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას”, – განაცხადა კურტის სკაპაროტიმ.