აშშ-ი ევროპაში ავიაბაზების მშენებლობაზე 200 მილიონ დოლარს დახარჯავს
აშშ-ი ევროპაში ავიაბაზების მშენებლობაზე 200 მილიონ დოლარს დახარჯავს. როგორც თავდაცვის უწყების ბიუჯეტშია გაწერილი, სამხედრო საჰაერო ობიექტების მშენებლობა იგეგმება ნორვეგიაში, ისლანდიასა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში.
როგორც გამოცემა Air Force Times იუწყება, დონალდ ტრამპმა 12 დეკემბერს მოაწერა ხელი 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტს, რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ს სამხედრო ბაზების მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეიძინოს. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ამისთვის 214 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. ეს დაფინანსება გამოყოფილია უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად. პროექტი აშშ-ის ხელიუფლებამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან რამდენიმე თვეში წარმოადგინა.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, აშშ-ის ავიაბაზებზე დისლოცირებული იქნება უახლესი ტექნოლოგიების მქონე გამანადგურებლები, მათ შორის F-22 Raptor და F-35 Strike Fighter-i. ასევე სპეცტენიკა, რომელიც ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვაში რუსეთი წყალქვეშა ნავების გადაადგილებას დააფიქსირებს.
„ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია მომავალ ოპერაციებსა და კოლაციებზე საუბარი, თუმცა მუდმივად ვეძებთ შესაძლებლობებს, რათა მეხუთე თაობის ტექნიკის გამოცდა ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩავატაროთ“, – აცხადებს ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის სპიკერი მაიორი ხუან მარტინესი.
როგორც Foreign Policy წერს, აშშ-ი 14 მილიონ დოლარს დახარჯავს ისალნდიაში ახალი ანგარების მშენებლობაზე, რაც საშუალებას მისცემს აშშ-ში კეფლავიკის ბაზაზე P-8 Poseidon-ის ტიპის თვითმფრინავები გააგზავნოს.