აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი - აშშ-მა უნდა გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორში
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი - აშშ-მა უნდა გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორში

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორში, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებების პროექტში.

დოკუმენტში საუბარია, თავდაცვით ლეტალურ დახმარებაზე, „რაც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მზადყოფნისა გაძლიერებისკენ. ასევე საქართველოს ძალების NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის გაუმჯობესებისკენ”.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა უნდა ჩაერთონ შავ ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში.

კიდევ ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა დაადასტუროს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულება და მათ შორის საქართველოს ალიანსში სამომავლო წევრობის მხარდაჭერა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აშშ უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს. ამ თანხიდან 50 მილიონი დოლარი ლეტალურ იარაღზეა გათვლილი.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკვე.

კანონპროექტი, რომელშიც შესწორებები შევიდა, წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე 25 ივლისს არის გამოქვეყნებული. პროექტი კანონად რომ იქცეს, აუცილებელია სენატის მხარდაჭერა და პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერა.