აშშ ერაყის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“, ანონიმ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაღდადისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ერაყმა ქვეყნიდან ამერიკული კონტიგენტის გასვლა მოითხოვა და ანტიტერორისტული კოალიციის ძალებს, ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება შეუზღუდა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყს არნახული სანქციებით ემუქრება და აღნიშნავს, რომ ამერიკული შეიარაღებული ძალები ტერიტორიას იქამდე არ დატოვებენ, ვიდრე ერაყი სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის გაღებულ ხარჯებს არ აანაზღაურებს.