აშშ-ი ერაყის ქურთისტანის სამხედრო ძალებს, „ფეშმერგას“ 365 მილიონი დოლარით დააფინანსებს
აშშ-ი ერაყის ქურთისტანის სამხედრო ძალებს, „ფეშმერგას“365 მილიონი დოლარით დააფინანსებს. ქურთული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აღნიშნული თანხა „ფეშმერგას“ 36 000 ჯარისკაცის სახელფასო ანაზღაურებას მოხმარდება.
„მოსალოდნელია, რომ ერბილი თანხას ეტაპობრივად მიიღებს. თანხა მოხმარდება „ფეშმერგას“ 14 ბრიგადას და საწვრთნელ ცენტრებს“, – განაცხადა „ფეშმერგას“ სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, ჯაბარ იავარმა.
2017 წელს ერაყის ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ „ფეშმერგს“ ხელფასებისთვის აშშ-ისგან 415 მილიონი დოლარი მიიღო. აშშ-ის მეთაურობით, მოქმედი საერთაშორისო კოალიცია „ფეშმერგას“ 2014 წლიდან წვრთნის. ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მისია სწორედ 2014 წელს დაიწყო.
„ფეშმერგამ“ერაყის ჩრდილოეთით ჯიჰადისტების სვლა შეაჩერა და კოალიციას ქალაქ მოსულის აღებაში დაეხმარა.